Thursday, July 17, 2014

ეს-საინტერესოა?!

1.     პროექტის სახელწოდება: ეს-საინტერესოა?!
2.     პროექტის ძირითადი იდეა:
     მოსწავლეებმა გაეცნონ IIIA ჯგუფის ელემენტებს (B,Ga,In,Tl), მოიძიონ საინტერესო მასალა ამ ელემენტებზე და მათ მნიშვნელოვან ნაერთებზე, დაუკავშირონ მათი თვისებები გამოყენებას ყოფა-ცხოვრებაში.
3.     პროექტის აქტუალობა:
     მოსწავლეებმა გაეცნონ იმ ელემენტების თვისებათა თავისებურებას, რომლებზედაც სახელმძღვანელოში მცირე ინფორმაცია არის, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში და საკმაოდ ფართო გამოყენება წარმოებაში.
4.         პროექტის მიზნები:   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v  ახასიათებს ელემენტებსა და მათ მნიშვნელოვან ნაერთებს;
v  მსჯელობს ელემენტების ალოტროპიულ ფორმებზე;
v  აკავშირებს ელემენტების ფიზიკურ და მნიშვნელოვან ქიმიურ თვისებებს მათ გამოყენებასთან;
v  იცნობს ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების მიღების   ძირითად მეთოდებს;
v  მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში;
v  განაზოგადებს ელემენტების თვისებებს ერთი ჯგუფის ელემენტებისათვის;

5.         მონაწილეთა ასაკი: 16-17 წ.
6.         ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.         მოსალოდნელი შედეგები: მოძიებული მასალების განთავსება ბლოგზე.
8.         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი.
9.         პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):                                               ჯგუფების შექმნა და მათ შორის    დავალებების განაწილება.
10.          საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო                 გეგმასთან კავშირი:    ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია
11.     პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დოდო სანაძე
12.     ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dodosanadze@gmail.com

13.     პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი : dodosanadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment